ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში

11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური -ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი ფუნდამენტი მშვიდობა და სტაბილურობაა, რაც სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურ ძალისხმევას ეფუძნება.

“მშვიდობის სადარაჯოზე დგომა ყოველდღიურად მაღალ რისკს უკავშირდება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირი ოფიცრების ხსოვნას.

დღეს მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე, უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა. თუმცა, საფრთხეები არ გამქრალა.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია საოკუპაციო ზოლის გასწვრივ დესტრუქციულ ქმედებებზე მყისიერი რეაგირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. სამწვერისისა და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების – 20 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული. “ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგის გაცილების ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგ ზეინაბ ლაბარტყავას პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გაცილების ღონისძიება გაიმართა. ზეინაბ ლაბარტყავა სკოლამდელი განათლების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.