ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

პრემიერი: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას

რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამოცანაა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება.

“სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.

“ვინაიდან, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. სამწვერისისა და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების – 20 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული. “ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგის გაცილების ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგ ზეინაბ ლაბარტყავას პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გაცილების ღონისძიება გაიმართა. ზეინაბ ლაბარტყავა სკოლამდელი განათლების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.