ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

სად არ უნდა გააგრძელოთ სწავლა? – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

სად არ უნდა გააგრძელოთ სწავლა? – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს არ შეიტანონ განაცხადი „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში არაავტორიზებულ სხვა დაწესებულებებში, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ვრცლდება ინფორმაცია.

სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებზე აქტიურად ვრცელდება შეთავაზებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინაში ან სომხეთში მდებარე უნივერსიტეტებში სრულად დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს სრულად დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. შესაბამისად, მსგავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლება და დიპლომები ცენტრის მიერ არ იქნება აღიარებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე:

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

გორში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

გორში განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს. მათ მადლობის სიგელები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ,…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

ხაშურში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურასა და არსებულ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

ქარელში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

ქარელის კულტურის ცენტრში პედაგოგების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს საპატიო ჯილდოები…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.