ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

სად იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმის შეძენა – როდიდან დაიწყება გაყიდვა და რა ეღირება?

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება.

ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ „მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.

„საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას, სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია,“ – აღნიშნა მიქანაძემ.

სასკოლო ფორმები, რომელიც 2026-2027 წლიდან დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება, 1 სექტემბრიდან გაიყიდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ პირველკლასელებისთვის და მისი შეძენა სპეციალურად გამოყოფილი სივრცეებში პირველიდან 14 თებერვლადმდე იქნება შესაძლებელი.

რა ეღირება ფორმა მათთვის, ვისაც უფასოდ არ გადასცემენ:

  • ბიჭის პიჯაკი – 45 ლარი;
  • ბიჭის შარვალი – 25 ლარი;
  • გოგოს პიჯაკი – 45 ლარი;
  • გოგოს შარვალი – 25 ლარი;
  • გოგოს ქვედაბოლო – 25 ლარი.
  • ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა, რომელშიც შევა პიჯაკი და ორი შარვალი ან შარვალი და კაბა 95 ლარი ეღირება.

ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ I-VI კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
  • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  • ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.