ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში შიდა საუბნო გზის №4-ის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაიგება 376 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, გზასთან მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ამ ეტაპზე გზის საფარის ქვედა ფენის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს შპს „გ.კ“ ასრულებს.
