ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 380 გრძივი მეტრი სარწყავ-სანიაღვრე არხი ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით. ასევე დაგეგმილია არსებული მილების დემონტაჟი, გაწმენდა და მონტაჟი. ეზოებში შესასვლელებთან არხები რკინა-ბეტონის ცხაურებით დაიფარება და მოეწყობა წყლის ჩამკეტები.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს „ჯეო ქონსტრაქშენი“ ასრულებს.
