კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 1 010 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ ეტაპზე გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.
პროექტის დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობას გადაადგილებისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გზა ექნება. განახლებული ინფრასტრუქტურით ასევე ისარგებლებს სოფელ მეტეხის საბავშვო ბაღი.
„სოფელ მეტეხში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება“, – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.