ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა საუბნო გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში გრუნტის გზის მოჭრა-მოსწორება უკვე განხორციელდა. ამ ეტაპზე კი დაახლოებით 3 კილომეტრამდე გზის საფარის ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტს შპს „ნიკა კემუხტაშვილი 97“ ახორციელებს.