ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
სხვადასხვა

სოფელ ქემფერში წყალმომარაგების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ქემფერში ჭაბურღილისა და წყალმომარაგების მოწყობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

მერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაც გამართა და სოფელში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა.

ჭაბურღილისა და წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი გარდამავალია და მისი ჯამური ღირებულება 1 785 728 ლარს შეადგენს.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ქემფრის მოსახლეობა ცენტრალიზებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, რაც ადგილობრივებისთვის საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ასევე განიხილეს სოფლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები, მათ შორის გზის რეაბილიტაციისა და ფერდსამაგრი კედლის მოწყობის საკითხები.

პაატა ჩადუნელმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ მუნიციპალიტეტი სოფლის საჭიროებებს შესაბამის უწყებებთან ერთად შეისწავლის და, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს დაგეგმავს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სხვადასხვა

გორში ქუჩებისა და სკვერების დასუფთავება მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით,  შემოდგომის სეზონზე ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ფოთოლშემკრები ტექნიკის დახმარებით, ქალაქის…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს

გორში გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკებს შორის. შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრო.…

tvmonitoringi · 1 წთ
სხვადასხვა

გორში ძმები რომელაშვილების სახელობის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

გორში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირს „Open Gori“ 2027 წლიდან ძმები გიორგი და გელა რომელაშვილების სახელობის მემორიალური ტურნირის სტატუსი ექნება. გადაწყვეტილების შესახებ…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.