ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ახალი მინი სტადიონი მოეწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ბეტონის საძირკველი და ზეძირკველი, სტადიონი შემოიღობა ლითონის კარკასზე დამაგრებული მოთუთიებული მავთულბადით, დაიგო თანამედროვე ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, ასევე მოეწყო გარე განათების სისტემა.

განახლებული სპორტული სივრცე ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, უსაფრთხო და თანამედროვე პირობებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესაძლებლობას მისცემს.

სამუშაოები ინდივიდუალურმა მეწარმემ პაატა ხაჭაპურიძემ შეასრულა.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.