საქართველოს მთავრობის №509, 2026 წლის 10 მარტის „გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ დირბში გზის სამ მონაკვეთზე №1, №3 და №5 სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1,233 კილომეტრი გზის საფარის დაგება. ამ ეტაპზე მოწყობილია ხელოვნური ნაგებობები და საფუძველი, ასევე მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის დაგება მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით.
სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტს შპს „გზების და მშენებლობის ჯგუფი“ ახორციელებს.