ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში წყალგამტარი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და 228 მეტრი სიგრძის წყალგამტარი არხის ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტებით მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების ფარგლებში ასევე დაგეგმილია მეტალის მილის, ჩამკეტებისა და ეზოებში შესასვლელებზე რკინა-ბეტონის ცხაურების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტს შპს „ჯეო ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.