ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში შიდა საუბნო გზის ასფალტირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაახლოებით 400 მეტრი ასფალტობეტონის საფარი დაიგება. ასევე მოეწყობა გზის მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ხოლო გვერდულები ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით შეივსება.
ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის მოჭრა-მოსწორების სამუშაოები და მიმდინარეობს N2 გზაზე მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის ქვედა ფენის დაგება.
სამუშაოები ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა.
სამუშაოებს შპს „გ.კ“ ასრულებს.


