ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელში სოფელ ახალსოფელში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 120 გრძივი მეტრი ანაკრები რკინა-ბეტონის სარწყავ-სანიაღვრე არხი, ჩამკეტები და ეზოებში შესასვლელებზე რკინა-ბეტონის ცხაურები მოეწყობა. მიერთებებზე კი მეტალის მილები განთავსდება.

ამ ეტაპზე გრუნტის დამუშავება დასრულებულია და რკინა-ბეტონის ღარების მოწყობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს „ვეფხო +“ ასრულებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ

დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე სურამში დემობანაკის მონაწილეებს შეხვდნენ. პროექტი თბილისის მერიის და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერით, პირველად განხორციელდა. “პირველად…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

სკოლების მიმდებარედ საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება – აიკრძალება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება – სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება. ამის შესახებ 2026-2030…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

აქციის ფარგლებში, სოფლის ამბულატორიაში ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. პაციენტებს კონსულტაციები ჩაუტარეს კარდიოლოგებმა ხათუნა ბერინაშვილმა და…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.