ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელში სოხუმის დაცემის დღე პატივით აღნიშნეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ვიტალიმ (ღვინიაშვილი), გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ამ დრომდე არსებული მონაცემებით, აფხაზეთის ომს ათი ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

კასპში სოხუმის დაცემის 33 წლისთავზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპში სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან შეკრებილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და საზოგადოების წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება და ნაბიჯი ქართული საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოსი – გიორგი სოსიაშვილი “კორძის” კონცერტის დაფინანსებაზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მხარდაჭერით გორში დაგეგმილი კონცერტი ქართული საზოგადოებისა და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის სოფელ აბისში 228 მეტრი სიგრძის წყალგამტარი არხი მოეწყობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში წყალგამტარი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და 228 მეტრი სიგრძის წყალგამტარი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.