ქარელის მუნიციპალიტეტში, ცაბაძის ქუჩის მიმდებარედ, გრუნტის არხის გაწმენდა-დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს არხთან მისასვლელი გზის ხე-მცენარეებისგან გასუფთავება. ნაშალი გრუნტისგან გაიწმინდა ქვემო შაქშაქეთის, ქვემო ხვედურთისა და ბერძენაულის არხებიც.
სამუშაოები არხების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ემსახურება.
სამუშაოებს შპს „ეს ენდ ჯი კომპანი“ ასრულებს.