ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
კვირა, 2 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებული 29 915 დანაშაულიდან, გახსნილია 72 პროცენტზე მეტი. განსაკუთრებული ზრდაა, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4 995 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 963 ნარკორეალიზატორია. მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, კერძოდ 27 პროცენტით შემცირდა ყაჩაღობის, 9 პროცენტით ქურდობის და 28 პროცენტით ბინის ქურდობის ფაქტები.

სტატისტიკა მოიცავს, უკანონო მიგრაციის მონაცემებსაც. ირკვევა, რომ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 2 036 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 4-ჯერ აღემატება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ხაშურში სასწრაფო დახმარების ავტომობილი გადატრიალდა

ხაშურში, გამოძახებაზე მიმავალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი მოძრაობისას გადატრიალდა. ინფორმაცია ,,ხასური ჩემი ქალაქია“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს საბურავი გაუსკდა, რის…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში

11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური -ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

გორში ორი ადამიანი დაჭრეს

გორში, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში ორი ადამიანი დანით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან საღამოს მოხდა. დაჭრილები ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან. მათ…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.