ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ცერონისში ახალი მინი სტადიონი ეწყობა – სოფლის საჯარო სკოლას თანამედროვე სპორტული სივრცე ექნება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება მოსწავლეებისთვის და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო სპორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტადიონის ტერიტორიის სრულად შემოღობვა, მოედნის საფუძვლის მოწყობა და ხელოვნური ბალახის საფარის დაგება. ასევე დამონტაჟდება ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.

განახლებული სპორტული სივრცე მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, ფეხბურთითა და კალათბურთით შესაბამის პირობებში ისარგებლონ და აქტიური ცხოვრების წესი კიდევ უფრო მეტად განავითარონ.

სამუშაოებს შპს „სერვისი 2015“ ასრულებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.