ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 14 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ხაშურის ბიბლიოთეკაში პროექტი „მკითხველის ხმა“ დაიწყო -პირველი შეხვედრა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს“ მიეძღვნა

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში ახალი პროექტის – „მკითხველის ხმა“ პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ლიტერატურული ნაწარმოებების ახლებურად გააზრებას, მათი თანამედროვეობის ჭრილში განხილვას და ახალგაზრდებში საჯაროდ გამოსვლისა და საკუთარი მოსაზრებების დამაჯერებლად გადმოცემის უნარების განვითარებას.

პროექტის პირველი შეხვედრის მონაწილე ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ანი ქურდაძე იყო. ბიბლიოთეკასთან არსებული მხატვრული კითხვის წრის წევრმა, ხელმძღვანელ კლარა გელაშვილისა და პედაგოგ ირინე გელაშვილის მხარდაჭერით, მსმენელს კლასიკოსი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი რომანი „ჯაყოს ხიზნები“ წარუდგინა.

ახალგაზრდა მომხსენებელმა ისაუბრა ნაწარმოების სიუჟეტზე, პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და მათ ქმედებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პერსონაჟების გადაწყვეტილებების გააზრებასა და იმაზე მსჯელობას, თუ როგორ შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები განსხვავებული არჩევანის შემთხვევაში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რამაც დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობა და საინტერესო დისკუსია განაპირობა.

პროექტში მონაწილეობისთვის ანი ქურდაძეს დიპლომი გადაეცა, ხოლო ხაშურის მე-5 საჯარო სკოლას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი.

ორგანიზატორების იმედით, ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მასში ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა და ფართო მკითხველი საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება.

შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ცენტრალური ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილების მთავარ ბიბლიოთეკარს, მაკა ლეჟავას ხსოვნას.

პროექტი „მკითხველის ხმა“ მიზნად ისახავს წიგნის სიყვარულის გაღრმავებას, ახალგაზრდების გააქტიურებასა და ლიტერატურის გარშემო საინტერესო დიალოგის შექმნას.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

აფრიკის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა გორის მუზეუმში – უნიკალური კოლექცია დამთვალიერებლების წინაშეა

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფრიკის კონტინენტის ხალხთა კულტურული, ტრადიციული და რელიგიური მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატების გამოფენა გაიხსნა. გამოფენის გახსნას გორის ხელისუფლებისა და…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

# ხაშურის ბიბლიოთეკებში შესრულებულ სამუშაოებს აჯამებენ – განსაკუთრებული ყურადღება სურამის ფილიალს დაეთმო

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას გაერთიანებაში შემავალი ფილიალების…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნითა და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ძუნწი“ დაიხურა

ფატი ფულარიანი 33 წლის განმავლობაში გორის თეატრში მოღვაწეობდა და 113 როლი განასახიერა. მსახიობს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა, ვერიკო…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.