ტყიბულში, იოსებ ლორთქიფანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ U11 ასაკის ფეხბურთელთა ტურნირზე, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდმა „ივერიამ“ პირველი ადგილი დაიკავა.
ფინალურ შეხვედრაში ხაშურელები ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება „ივერიას“ დარჩა.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ ხაშურელი ტატო ამბარიძე დასახელდა.