ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში საზაფხულო მარათონის „ზაფხულის კითხვის კონკურსი 2026“ გამარჯვებული მკითხველების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონკურსი ბავშვებში კითხვის პოპულარიზაციას, წიგნიერების დონის ამაღლებასა და წიგნის მიმართ ინტერესის გაძლიერებას ემსახურებოდა. მონაწილეებმა საზაფხულო არდადეგების პერიოდში სხვადასხვა წიგნი წაიკითხეს და ცოდნისა და წარმოსახვის სამყაროში იმოგზაურეს.
ღონისძიებაზე ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა კონკურსის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნეს, რომ მარათონში გამარჯვებული ყველა ის ბავშვია, ვინც წიგნი წაიკითხა, ახალი ცოდნა მიიღო და კითხვის სასიამოვნო გამოცდილება შეიძინა.
ბიბლიოთეკის გუნდის განცხადებით, ბავშვების კითხვის მოტივაციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ მშობლებსა და პედაგოგებსაც, რომლებიც მათ წიგნიერების გზაზე მხარს უჭერენ.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებულები. საბავშვო ბიბლიოთეკა მათ წარმატებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ კითხვის სიყვარული მათთვის ყოველდღიურ ჩვევად დარჩება.