ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში 210 გრძივი მეტრი გზის საფარი მოეწყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სოფელში ჩამომსვლელებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
სამუშაოები სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის განხორციელებას თაგვეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
პროექტის ღირებულებამ 118 889 ლარი შეადგინა.