ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

12 აგვისტოს ხაშურში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

დღის განმავლობაში ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია სპორტული, გასართობი და კულტურული აქტივობები.

17:00 საათზე გაიმართება სპორტული აქტივობები — მინი ფეხბურთისა და ფრენბურთის ფინალური შეხვედრები. ღონისძიებები ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამის სივრცეებში ჩატარდება.

ასევე, 17:00 საათზე დაგეგმილია ჭადრაკის შეჯიბრება, ხოლო 18:00 საათზე — დამატებითი გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.

საღამოს 20:00 საათზე კულინარიისა და დასვენების პარკში გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი მუსიკოსები და მომღერლები მიიღებენ.

ღონისძიებების დასასრულს ახალგაზრდებისთვის მუსიკალური პროგრამა და DJ-ის შესრულება იქნება.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მიზანია ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი, საინტერესო და გასართობი გარემოს შექმნა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში მწვანე სივრცეების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებისა და მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის მიზნით სხვადასხვა სახის სამუშაოებს ყოველდღიურად ახორციელებს. სააგენტოს თანამშრომლები ქალაქის ტერიტორიაზე ბალახს…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე თ. ჭ.-ის (მისამართი: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს.…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის – შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. დღეს, ტრადიციულად, შინდისში, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.