ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურში ბექაურისა და თუმანიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ხაშურში, ბექაურისა და თუმანიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ორივე ქუჩაზე მოეწყო ახალი გზის საფარი, ტროტუარები და საგზაო მონიშვნები. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტირებული გზა საერთოდ არ არსებობდა.

„როგორც ბექაურის, ისე თუმანიშვილის ქუჩებზე მოეწყო ახალი გზის საფარი, ტროტუარები და საგზაო მონიშვნები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტირებული გზა საერთოდ არ არსებობდა. განხორციელებული სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, ქუჩებს კი უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა პაატა ჩადუნელმა.

ბექაურის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 733 777 ლარს შეადგენს.

თუმანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის კი 236 583 ლარია გამოყოფილი.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

„ძლევაი საკვირველი“ – კასპის მუნიციპალიტეტი დიდგორობას შეუერთდა

12 აგვისტოს საქართველოში სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნა. დიდგორის ბრძოლიდან, რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, 905 წელი შესრულდა. სახალხო დღესასწაული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

ევროკავშირის ანგარიში – საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით

საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ…

tvmonitoringi · 3 წთ
საზოგადოება

სოფელ რუისში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა საუბნო გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.