ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან პროექტების მიმდინარეობა და სამუშაოების შესრულების ვადები განიხილეს.

ხაშურში ამ ეტაპზე რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება. ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ 160 ათასი ლარია გათვალისწინებული, კოსტავას ქუჩის სამუშაოებისთვის კი  1 მილიონ 751 ათას 945 ლარი.

პარალელურად, მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება 1 მილიონ 777 ათას ლარს შეადგენს.

პროექტები გზის საფარის განახლებას, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებასა და გარე განათების განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოების მიზანი სატრანსპორტო მოძრაობისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პირობების გაუმჯობესებაა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

ზემო ნიქოზში „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციურ ფილმებს,…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

“ტანა-თეძმობა 2026” – ორდღიანი სახალხო დღესასწაული ბოშურში

10 და 11 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში ტანა-თეძმობის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც სტუმრებს ორი დღის განმავლობაში კულტურულ, გასტრონომიულ, სპორტულ და გასართობ…

tvmonitoringi · 2 წთ
საზოგადოება

გორში დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით,  ქალაქში საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. მიმდინარეობს სკვერებისა და გზისპირა…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.