ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 8 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხიდისთავში სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილზე გაეცნო.

შენობა გასულ წელს აშენდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ფასადის თბოიზოლაცია და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, გათბობისა და ელექტრომომარაგების სისტემების მოწყობა, ასევე საქვაბის განახლება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდისთავის მოსახლეობას განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე ექნება.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობის ერთ ფლიგელში სოფლის ამბულატორია განთავსდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო სერვისებზე უფრო მარტივ და კომფორტულ წვდომას უზრუნველყოფს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელში, ცაბაძის ქუჩის მიმდებარედ გრუნტის არხის გაწმენდა დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტში, ცაბაძის ქუჩის მიმდებარედ, გრუნტის არხის გაწმენდა-დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის სოფელ აბისისთავში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობა დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისისთავში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

კასპში არალეგალური ფრინველთა სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში არაგეგმური ინსპექტირების შედეგად არალეგალური ფრინველთა სასაკლაო გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით,…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.