ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

გორში გურამ პაპუაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან მარლენ ნადირაძესთან ერთად დაესწრო.

გურამ პაპუაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც მომღერალი და შემოქმედი. მუსიკა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და წლების განმავლობაში თავისი შემოქმედებით თავი მთელ ქვეყანას დაამახსოვრა და შეაყვარა.

გურამ პაპუაშვილი წლების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობდა და თავისი პროფესიული საქმიანობით მუნიციპალიტეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

საღამოზე გურამ პაპუაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მასთან დაკავშირებული მოგონებები, მისი შემოქმედება და გორის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილი.

საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე მიღებას აცხადებს

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრი მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებზე რეგისტრაციას სთავაზობს. საგანმანათლებლო წრეები: 🔹 ქართული ენა — III–VI კლასის…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

გორის მწერალთა სახლმა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს უმასპინძლა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს გორის მწერალთა სახლმა უამრავ მოსწავლეს უმასპინძლა – ამის შესახებ ინფორმაციას დაწესებულება ავრცელებს. მათივე ცნობით,…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი კლარა გელაშვილი ათენში ქართული კულტურის ფესტივალს დაესწრო

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი, მწერალი და ქართული ფილოლოგიის დოქტორი კლარა გელაშვილი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, შავი ზღვის ქვეყნების ეროვნული ფოლკლორის საერთაშორისო…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.