ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ადგილობრივმა მცხოვრებმა, რევაზ გრიგალაშვილმა, საჩუქრად საკუთარი წიგნი „ცხოვრება ლაბირინთებში“ გადასცა.
წიგნის ავტორის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იყოს და ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს შეემატოს.
„არაფერი მეცოდება ისე, როგორც უცოდინარი კაცის ხელში ჩავარდნილი წიგნი“, – აღნიშნავს რევაზ გრიგალაშვილი.