27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ვიტალიმ (ღვინიაშვილი), გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ამ დრომდე არსებული მონაცემებით, აფხაზეთის ომს ათი ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.