ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 2 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრები ოსიაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ახალსოფელში, ზემო და ქვემო ოსიაურში, ასევე ფლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ნაცარგორში, დიდ და პატარა ფლევსა და ტკოცში გაიმართა.

მოქალაქეებს მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოები გააცნეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

პაატა ჩადუნელის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრები საანგარიშო ხასიათს ატარებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეების მოსაზრებებისა და საჭიროებების გათვალისწინება.

მისივე თქმით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში გაგრძელდება, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არსებული საკითხების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელონ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

გორში სანიაღვრე არხები და შადრევნები გაიწმინდა

გორში ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა სანიაღვრე არხები დაგროვილი ნალექისა და ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაოების ფარგლებში ასევე შეკეთდა…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. სამწვერისისა და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კრიტიკული დარღვევები კარალეთის სასაკლაოზე – სააგენტომ საწარმოო პროცესი შეაჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.