გორის მერიის ინფორმაციით, ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
▪️︎ ნინო წიკლაურს — გორის გოგონათა გუნდის დირიჟორს;
▪️︎ გიორგი ბერძნიშვილს — დამსახურებულ პედაგოგს;
▪️︎ გიორგი საძაგლიშვილს — ანსამბლ „გორის“ ლოტბარს;
▪️︎ მანანა კარიჭაშვილს — მართლმადიდებელ ქალთა ორგანიზაციის თანადამფუძნებელსა და ქველმოქმედს;
▪️︎ ნოდარ მდინარიძეს — მსახიობს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს;
▪️︎ ალექსანდრე ფსუტურს — ფრესკულ ხატმწერს;
▪️︎ მამუკა ნადირაძეს — გორის კოლორიტს;
▪️︎ მამა ბასილს — დეკანოზსა და საკვირაო სკოლის დამაარსებელს;
▪️︎ გიორგი თენაძეს — ძიუდოში დამსახურებულ მწვრთნელს;
▪️︎ ზაურ საგანელიძეს — გორელ ბიზნესმენსა და მეცენატს.
ღონისძიების ფარგლებში, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გუნდმა მსმენელს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარუდგინა.
გოგონათა გუნდის იუბილესთან დაკავშირებით, სიმღერაზე — „ჩემი გორი“, რომლის ტექსტის ავტორია ბეგლარ ნოზაძე, ხოლო მუსიკისა — ჯემალ ბეგლარიშვილი, ვიდეოკლიპი შეიქმნა. მუსიკალური ნამუშევრის პრეზენტაცია საიუბილეო საღამოზე გაიმართა.






