გორის სამხატვრო სკოლა ლია მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენის გახსნა 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.
ექსპოზიციის დათვალიერება დაინტერესებულ პირებს თვის ბოლომდე შეეძლებათ.
ორგანიზატორები გამოფენაზე ხელოვნების მოყვარულებს ელოდებიან.