ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
კვირა, 18 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა.

გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

კასპში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, მამა ალექსანდრემ ვეტერანთა ჯანმრთელობისა და მადლიერების პარაკლისი აღავლინა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა ვეტერანების პატრიოტიზმსა და თავდადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ერთგულება და სიმამაცე მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ვეტერანებს დღე მიულოცა და სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანები შშმ პირები ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 300 ლარის ოდენობის დახმარებას იღებენ. ამასთან, მერია მათ საზღვაო კურორტზე სარეაბილიტაციო კურსს უფინანსებს და სოციალური პროგრამებით გათვალისწინებულ შეღავათებს სთავაზობს.

ვეტერანის დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 2014 წელს დაარსდა და ყოველწლიურად, 17 ოქტომბერს აღინიშნება.

 

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ზემო ნიქოზში „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციურ ფილმებს,…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

“ტანა-თეძმობა 2026” – ორდღიანი სახალხო დღესასწაული ბოშურში

10 და 11 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში ტანა-თეძმობის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც სტუმრებს ორი დღის განმავლობაში კულტურულ, გასტრონომიულ, სპორტულ და გასართობ…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.