ხაშურის სასპორტო სკოლის U-18 კალათბურთელთა გუნდმა B ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში წყალტუბოს გუნდს დამაჯერებელი ანგარიშით, 101:55 მოუგო და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
ხაშურელი კალათბურთელები შეჯიბრებაში ასპარეზობას აგრძელებენ. გუნდის მწვრთნელი გიორგი გელაშვილია.