ქალაქ კასპში დასრულდა საქართველოს პირადი პირველობა ჭაბუკთა შორის, რომელიც ცნობილი ფალავნების, ლადო გოგიბედაშვილისა და ქრისტეფორე ნინიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა. საბა ნოზაძემ პირველი ადგილი დაიკავა 55 და 60 კგ წონით კატეგორიებში, ნუგო ნოზაძემ 55 კგ-ში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო საბა ჩინჩალაძე მეორე ადგილზე გავიდა 73 კგ წონით კატეგორიაში.
ხაშურელმა სპორტსმენებმა ტურნირი ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაასრულეს.