ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 7 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორის VII საჯარო სკოლამ ფრენბურთში ორივე პირველობა მოიპოვა – გოგონებსა და ვაჟებს შორის გამარჯვებული ერთი სკოლაა

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში გორის VII საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. სკოლამ პირველი ადგილი როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა შორის დაიკავა.

ტურნირში გორის მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

შეჯიბრის შედეგად საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გოგონები:

  • I ადგილი — გორის VII საჯარო სკოლა;
  • II ადგილი — ბერბუკის საჯარო სკოლა;
  • III ადგილი — გორის IX საჯარო სკოლა.

ვაჟები:

  • I ადგილი — გორის VII საჯარო სკოლა;
  • II ადგილი — გორის IX საჯარო სკოლა;
  • III ადგილი — გორის XII საჯარო სკოლა.

ფრენბურთის შეჯიბრება საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა. ოლიმპიადა ყოველწლიურად სპორტის რვა სახეობაში ტარდება.

გორის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა შეჯიბრებები გეზრბენში, მინი-ფეხბურთსა და ფრენბურთში, როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს შორის.

შეჯიბრებების ორგანიზატორები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და ფეხბურთის კლუბი „გორი“.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

# გორი ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს – საპრიზო ფონდი 40 000 დოლარია

15 ნოემბერს, გორის ახალ სპორტის სასახლეში, ქართულ ჭიდაობაში რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. მსოფლიოს პირველობა ორ წონით კატეგორიაში ჩატარდება: 80…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორი ნუგზარ სხირელის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს

12-13 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება. ტრადიციული შეჯიბრება წელს მეექვსედ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

ხაშურელმა მოჭიდავეებმა კასპში გამართულ საქართველოს პირველობაზე სამი მედალი მოიპოვეს

ქალაქ კასპში დასრულდა საქართველოს პირადი პირველობა ჭაბუკთა შორის, რომელიც ცნობილი ფალავნების, ლადო გოგიბედაშვილისა და ქრისტეფორე ნინიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში საქართველოს…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.