ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 7 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

# გორი ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს – საპრიზო ფონდი 40 000 დოლარია

Screenshot

15 ნოემბერს, გორის ახალ სპორტის სასახლეში, ქართულ ჭიდაობაში რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

მსოფლიოს პირველობა ორ წონით კატეგორიაში ჩატარდება: 80 კგ და აბსოლუტურ წონაში (+80 კგ). შეჯიბრებაში მონაწილეობას 18 წელს ზემოთ სპორტსმენები მიიღებენ.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ჯამში 40 000 დოლარს შეადგენს. პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება:

აბსოლუტური წონა (+80 კგ):

● I ადგილი — 13 000 დოლარი;

● II ადგილი — 7 000 დოლარი;

● III ადგილი — 5 000 დოლარი.

80 კგ წონითი კატეგორია:

● I ადგილი — 7 000 დოლარი;

● II ადგილი — 5 000 დოლარი;

● III ადგილი — 3 000 დოლარი.

ჩემპიონატის ორგანიზატორია ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერები კი სპორტის სამინისტრო და გორის მუნიციპალიტეტი არიან.

შეჯიბრება 10:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის VII საჯარო სკოლამ ფრენბურთში ორივე პირველობა მოიპოვა – გოგონებსა და ვაჟებს შორის გამარჯვებული ერთი სკოლაა

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში გორის VII საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. სკოლამ პირველი ადგილი როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა შორის დაიკავა. ტურნირში…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორი ნუგზარ სხირელის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს

12-13 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება. ტრადიციული შეჯიბრება წელს მეექვსედ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

ხაშურელმა მოჭიდავეებმა კასპში გამართულ საქართველოს პირველობაზე სამი მედალი მოიპოვეს

ქალაქ კასპში დასრულდა საქართველოს პირადი პირველობა ჭაბუკთა შორის, რომელიც ცნობილი ფალავნების, ლადო გოგიბედაშვილისა და ქრისტეფორე ნინიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში საქართველოს…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.