კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზისა და ნაპირსამაგრი ნაგებობის აღდგენა მიმდინარეობს. პროექტის მიზანი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შესაძლო სტიქიური პროცესების პრევენციაა.
სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საყრდენი კედლის ფუნდამენტი, სადრენაჟე სისტემა, გაბიონის საყრდენი კედელი, რკინა-ბეტონის ღარი და ფოლადის ბაგირი.
სამუშაოები სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 389 999 ლარს შეადგენს.