გორელმა ძიუდოისტმა დავით ფსუტურმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოდან მხოლოდ დავით ფსუტური ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრება წარმატებით გაიარა, ხუთი მეტოქე დაამარცხა და მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა.
დავით ფსუტური გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მისი მწვრთნელი ირაკლი ლომიძეა.
ბუდაპეშტში მოპოვებული ვერცხლის მედალი ახალგაზრდა გორელი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.