გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ფრენბურთელ გოგონათა გუნდი კასპში გამართული ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.
შეჯიბრება კასპის სპორტული კომპლექსის დარბაზში გაიმართა და მასში კასპის, გორის, ქარელისა და თბილისის გუნდები მონაწილეობდნენ.
გორელმა სპორტსმენებმა ტურნირი სეტის წაუგებლად დაასრულეს. მათ პირველ შეხვედრაში მასპინძელი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, გადამწყვეტ მატჩში კი ქარელის გუნდს ასევე 2:0 სძლიეს.
კასპის ღია პირველობაზე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ ბარჯაძე, მარიამ წულაია, ნანკა ლოქაბიძე, მარიამ აჯარი, ანასტასია კაპანაძე, ნატალია ჩილინგარაშვილი, კატო თოფჩიშვილი, ანასტასია როინიშვილი, მარიამ დათუნაშვილი, ბარბარე სილაგაძე, ტასო სამადალაშვილი, ანასტასია მოწყობილი, ანანო ბაბუციძე და ანანო ასკილაშვილი.
გუნდის მწვრთნელები თინა ფსუტური და ნინო სირაძე არიან.
გორელმა ფრენბურთელებმა ტურნირზე დამაჯერებელი შედეგი აჩვენეს და პირველი ადგილი დაიკავეს.