გორის სპორტის სასახლემ ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე დაესწრნენ.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს გორელმა სპორტსმენებმა. 80 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზურაბ ჭიღლაძემ, ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ წარმომადგენელმა მოიპოვა.
+80 კგ წონით კატეგორიაში კი თამაზ ბიგანაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. იგი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მეორედ ჩატარდა. პირველი ჩემპიონატი გასულ წელს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
შეჯიბრების ორგანიზატორები საქართველოს სპორტის სამინისტრო, გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იყვნენ.