ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება სპორტდარბაზამდე მისასვლელ გზას.
სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი 209 გრძივ მეტრზე, საერთო ჯამში 2 576 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.