კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამ საუბნო მონაკვეთს. სამუშაოები ითვალისწინებს სანიაღვრე არხების ცხაურებით მოწყობას, ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობასა და გზებზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას.
პროექტის განხორციელება სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას გაუმარტივებს.
სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.