გორში გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა. საკალათბურთო კლუბ „ივერიონი – გორის“ ორგანიზებით, აღნიშნული ტურნირი წელს უკვე მეორედ იმართება. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრება სანაკრებო პაუზის პერიოდში ტარდება და მასში სუპერლიგის გუნდები მონაწილეობენ, რაც კლუბებისთვის სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად ერთგვარ სპარინგს წარმოადგენს.
ნახევარფინალური სათამაშო დღე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველ შეხვედრაში „ახალციხემ“ „თელავი“ ანგარიშით 87:70 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი მასპინძელი „ივერიონი – გორი“ „ქუთაისი 2010“-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 86:97 დამარცხდა.
შესაბამისად, ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრები დღეს გაიმართება. 16:00 საათზე, მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „ივერიონი – გორი“ და „თელავი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 18:00 საათზე დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში ჩემპიონის ტიტულისთვის „ქუთაისი 2010“ და „ახალციხე“ იბრძოლებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მატჩებზე დასწრება თავისუფალია