ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 28 ივლისი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სამხატვრო სკოლაში

გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა იმართება.

წარმოდგენილია მოსწავლეების მიერ შესრულებული მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც ახალგაზრდების შემოქმედებით შესაძლებლობებსა და მხატვრულ ხედვას წარმოაჩენს.

ღონისძიების მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების წახალისება და სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია.

გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მოეწყო და დამთვალიერებლებს კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.

მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებაში, ახალი ნიჭის აღმოჩენასა და ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობაში.

გაზიარება Facebook X

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.