ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 31 ივლისი 2026
FB
tvmonitoringi
სხვადასხვა

სოფელ ქემფერში წყალმომარაგების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ქემფერში ჭაბურღილისა და წყალმომარაგების მოწყობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

მერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაც გამართა და სოფელში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა.

ჭაბურღილისა და წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი გარდამავალია და მისი ჯამური ღირებულება 1 785 728 ლარს შეადგენს.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ქემფრის მოსახლეობა ცენტრალიზებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, რაც ადგილობრივებისთვის საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ასევე განიხილეს სოფლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები, მათ შორის გზის რეაბილიტაციისა და ფერდსამაგრი კედლის მოწყობის საკითხები.

პაატა ჩადუნელმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ მუნიციპალიტეტი სოფლის საჭიროებებს შესაბამის უწყებებთან ერთად შეისწავლის და, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს დაგეგმავს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სხვადასხვა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არბოში სახელოვნებო ფესტივალი „გზავნილი მშვიდობას“ გაიმართება

8 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ანტონ ფურცელაძის ისტორიულ სასახლეში, ყოველწლიური სახელოვნებო ფესტივალი „გზავნილი მშვიდობას“ გაიმართება. ფესტივალის მთავარი მიზანი ხელოვნებისა…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.