ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო და სანიაღვრე არხების გაწმენდა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში ამ ეტაპზე არხების გაწმენდა განხორციელდა ხიდისთავში, არაშენდაში, ზემო და ქვემო ნიქოზში, ტყვიავში, სათემოში, მერეთში, კარალეთში, მეჯვრისხევში, თედოწმინდაში, ზერტსა და ვარიანში.

სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ასევე სავარგულებამდე მისასვლელი გზები მუმლაანთკარსა და თედოწმინდაში, რაც ადგილობრივ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან გადაადგილებას გაუმარტივებს.

სამელიორაციო და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესებასა და უხვი ნალექის დროს წყლის დაგუბების რისკების შემცირებას ემსახურება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.