ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 6 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან ერთად, სოფელ მიქელწყაროში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ამ ეტაპზე დასრულებულია ნაკადმიმმართველი ღარების მოწყობა, ხოლო გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი 3 208 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, გზასთან მიერთებები, შეკეთდება საკომუნიკაციო ჭები და დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

სამუშაოები გარდამავალი პროექტის ფარგლებში, ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელის სოფელ კნოლევში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში დაიგო 152…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

ქარელის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცი შეიტანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, – ინფორმაციას სუსი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება…

tvmonitoringi · 2 წთ
დღის სიახლეები

ამოღებულია 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცი

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს.…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.