ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

სოფელ არბოში სახელოვნებო ფესტივალი „გზავნილი მშვიდობას“ 15 აგვისტოს გაიმართება

ფესტივალის მთავარი მიზანი ხელოვნებისა და კულტურის საშუალებით მშვიდობის იდეის გაძლიერება, საზოგადოების გაერთიანება და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერაა.

ღონისძიება 12:00 საათზე, არბოს ტაძარში, აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით გაიხსნება. ამის შემდეგ სტუმრებს ანტონ ფურცელაძის ისტორიული სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა ელოდებათ.

15:00 საათზე გაიმართება კინოჩვენება და დისკუსია. მაყურებელი მერაბ ჩხაიძის ფილმს „აგვისტოს ომზე“ და გიორგი ჭუმბურიძის ფილმს „შავი შაშვი ჩიო-ოო-და“ იხილავს, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

17:00 საათზე პოეზიის საათი დაიწყება. საკუთარი შემოქმედებით აუდიტორიის წინაშე გიორგი სოსიაშვილი და ქეთი ჯოლბორდი წარდგებიან.

ფესტივალის პროგრამა 19:00 საათზე საზეიმო დახურვით დასრულდება, რომელსაც ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი დაასრულებს.

„მადლობა ღმერთს, ჩვენ ხალხს არც გონება და არც ხალისი არ აკლია, მხოლოდ უნდათ მაგალითის დანახვება…“ — წერდა ანტონ ფურცელაძე. სწორედ ამ სულისკვეთებით შექმნილი ფესტივალი საზოგადოებას ხელოვნების, კულტურისა და მშვიდობის იდეის გარშემო აერთიანებს.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის კოლაბორატორი და თანაორგანიზატორია „ARTVISION“.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

კულტურა

გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნითა და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით „ძუნწი“ დაიხურა

ფატი ფულარიანი 33 წლის განმავლობაში გორის თეატრში მოღვაწეობდა და 113 როლი განასახიერა. მსახიობს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა, ვერიკო…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ქარელის კულტურის სახლში სპექტაკლ „დიდროს“ პრემიერა გაიმართა

ქარელის კულტურის სახლში ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის  „დიდროს“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორ ლერი როინიშვილის დადგმით ქარელის კულტურის ცენტრთან…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

კასპში ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გაიმართა

კასპში, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრმა „ფარდის მიღმა“ სპექტაკლის „გიორგი მაზნიაშვილი“ პრემიერა გამართა. სპექტაკლს კასპის მუნიციპალიტეტის მერი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.