ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხიდისთავში სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილზე გაეცნო.

შენობა გასულ წელს აშენდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ფასადის თბოიზოლაცია და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, გათბობისა და ელექტრომომარაგების სისტემების მოწყობა, ასევე საქვაბის განახლება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდისთავის მოსახლეობას განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სივრცე ექნება.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობის ერთ ფლიგელში სოფლის ამბულატორია განთავსდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო სერვისებზე უფრო მარტივ და კომფორტულ წვდომას უზრუნველყოფს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.